Casino International Batumi-ის გრანდიოზული გახსნა

2015 წლის ოქტომბერში სასტუმრო ჰილტონში გრანდიოზულად გაიხსნა Casino International Batumi. გახსნის ცერემონიას დაესწრო Casinos Austria International-ის CEO (მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი“ ბ-ნი ალექსანდერ ტუცეკი, ავსტრიის ელჩი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და სხვა ოფიციალური სტუმრები ავსტრიიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან, საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

Casino International პირველი კაზინოა ბათუმსა და საქართველოში, რომელსაც მართავს ევროპის საერთაშორისო ბრენდი კომპანია. ამას ხაზი გაუსვეს ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა და სხვა სტუმრებმა. Casino International Batumi პირველი კაზინოა საქართველოში, რომელიც პრაქტიკაში ატარებს და ახორციელებს ,,პასუხისმგებლიანი თამაშის პრინციპს“.

ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი Casino International-ს წარმატებას და წინსვლას უსურვებს.