ბიზნესი გენდერული თანასწორობისათვის

2018 წლის იანვარში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ გამოცხადდა კონკურსი  „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“, რომელში მონაწილეობისთვისაც Legal Consulting Center-ი დაჯილდოვდა შესაბამისი სერთიფიკატით. 

კონკურსის მიზანია გამოავლინოს და დააჯილდოვოს საქართველოში მოქმედ კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალებს მიიღონ განათლება, გააქტიურდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეკონომიკური სფეროს ყველა სექტორსა და დონეზე და მოახდინონ შესაძლებლობების რეალიზება. კონკურსი ყოველწლიური ხასიათისაა და წელს ის მესამედ ჩატარდა. 

გენდერული უთანასწორობა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამდენად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის გენდერული საკითხები ერთერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა კი მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის მისაღწევად. კონკურსი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.