ბათუმის საავტორო კინოს XI საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF)

13-25 სექტემბერს ბათუმმა უმასპინძლა ბათუმის საავტორო კინოს XI საერთაშორისო კინოფესტივალს (BIAFF). ბათუმის საავტორო კინოს XI საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) დაფუძნდა 2006 წელს. ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი – ,,არგანი“, ოფიციალური პარტნიორი-ბათუმის მერია. BIAFF ყოველწლიური ღონისძიებაა და ჩვეულებრივ სექტემბერში იმართება. ფესტივალი კონცენტრირებულია ხელოვანთა სახლის ფილმებზე.

,,შპს ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ (LCC) ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერი და იურიდიული პარტნიორია.

მიმდინარე წელს ფესტივალს დაესწრო უამრავი ცნობილი რეჟისორი, მსახიობი და სხვა მნიშვნელოვანი სტუმარი. ფესტივალის თითოეული ნომინაციის ჟიური იყო საერთაშორისო დონის, შედგებოდნენ რა კინო-ინდუსტრიის ადგილობრივი, ევროპული და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან.

LCC-ის წარმომადგენლები დაესწრენ BIAFF-ის დაჯილდოვების ცერემონიას, რომელიც გაიმართა 25 სექტემბერს ბათუმის ოპერის სახლში. ფესტივალთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ BIAFF-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.biaff.org.

LCC-ის გუნდი BIAFF-ს და კერძოდ, მის დირექტორს, გიორგი გოგიბერიძეს და მენეჯერს, რამაზ ელიზიანს უსურვებს წარმატებას და წინსვლას.