ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალთან (BIAFF) თანამშრომლობის დამყარება

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“ (LCC) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალთან (BIAFF). LCC უზრუნველყოფს BIAFF-ის სრულ იურიდიულ მხარდაჭერას.

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალთანგან (BIAFF) ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფართომასშტაბიანი კინოფესტივალია კავკასიის რეგიონში.

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) დაფუძნდა 2006 წელს.

ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი ,,არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი ბათუმის მერია. BIAFF ყოველწლიური ღონისძიებაა და იმართება სექტემბრის მეორე ნახევარში. ფესტივალი კონცენტრირებულია საავტორო კინოზე.

ფესტივალის დირექტორია გიორგი გოგიბერძე, ახალგაზრდა და ცნობილი ქართველი რეჟისორი. გიორგი გოგიბერიძე საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორია კინოს ისტორიაში. BIAFF-ის მენეჯერია რამაზ ელიზიანი.

მიმდინარე წელს ფესტივალი მე-10-ჯერ გაიმართა. მაშასადამე, BIAFF-თვის საიუბილეო წელია. LCC ულოცავს ორგანიზატორებს იუბილეს.

BIAFF-ის მე-10 გახსნითი ცერემონია გაიმართა 2015 წლის 13 სექტემბერს ბათუმის საზაფხულო თეატრში. ფესტივალი გახსნა ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა ოთარ იოსელიანმა.

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ მოხარულია თანამშრომლობის დამყარებით და ფესტივალის ორგანიზატორებას წარმატებასა და წინსვლას უსურვებს.