აფხაზეთის ბიზნესს კატალოგი LCC-ის შესახებ

აფხაზეთის 2019 წლის ბიზნესს კატალოგმა საქართველოს სხვა ცნობილ კომპანიებთან ერთად გამოაქვეყნა სტატია Legal Consulting Center-ის შესახებ, სადაც  იურიდიული კომპანია დახასიათებულია როგორც საქართველოსა და ბათუმში/აჭარაში ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული კომპანია. სტატიაში საუბარია კომპანიის მაღალ პროფესიონალიზმსა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქმიანობას განხორციელებაზე, ასევე კომპანიის როლზე კორპორატიული, შრომითი და საკანონმდებლო სფეროების ცალკეული საკანონმდებლო  ნორმების პრაქტიკაში დანერგვის, ინტერპრეტაციისა და განვითარების საქმეში. 

აფხაზეთის ბიზნესს კატალოგის შექმნის იდეის ავტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, რომლის მთავარი მიზანია ბიზნესის სექტორების ერთმანეთთან დააახლოვება. პალატის მისიაა მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია იმ ბიზნესმენების შესახებ, რომლებიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან არის დაკავშირებული. სწორედ ასეთ კომპანიას წარმოადგენს LCC.