ამბასადორი ბათუმი

2018 წლის მარტში შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრმა“ ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ამბასადორი ბათუმთან“ სრული იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე. ,,ამბასადორი ბათუმი“ სასტუმროების კომპლექსი ამბასადორის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა.

კომპანია ამუშავებს ბათუმის სანაპიროზე ,,სასტუმრო ამბასადორი ბათუმის“ სამშენებლო პროექტს, რომელიც იქნება გამორჩეული და მიმზიდველი მისი არქიტექტურით, დიზაინითა და მომსახურების ხარისხით. გარდა ამისა, ამბასადორი ბათუმის პროექტი იქნება ერთ-ერთი უველაზე მსხვილი ინვესტიცია ბათუმში მიმდინარე და მომდევნო წლებში.

,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ წარმატებას უსურვებს შპს ,,ამბასადორი ბათუმს“ და იტოვებს ორმხრივი თანამშრომლობის იმედს.