,,ალიანს ჯგუფის“ ახალი სამუშაო პროექტი

შპს ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ ერთ-ერთმა უმსხვილესმა პარტნიორმა – ,,ალიანს ჯგუფმა“ მიიღო სამშენებლო ნებართვა ბათუმში ახალ ექსკლუზიურ პროექტზე – ,,Alliance Privilege Palace”, რომელიც შეიმუშავა მისმა შვილობილმა კომპანიამ – ,,Alliance Privilege”-მა. 54-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი განთავსდება ,,სასტუმრო ჰილტონის“ გვერდით, ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლში. ის იქნება აღჭურვილი ულტრა-თანამედროვე არქიტექტურის მქონე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო ,,მარიოტს“ და ექსკლუზიურ აპარტამენტებს.

Alliance Privilege კომპანიის მეოთხე ფართომასშტაბიანი პროექტია მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ბრენდ ,,მერიოტ ინთერნეშენელთან“ პარტნიორობის ფარგლებში. მასში გაერთიანდება ულტრა-თანამედროვე კომპლექსისთვის დამახასიათებელი ყველა ტიპის ინფრასტრუქტურა: მიწისქვეშა და ქუჩის პარკირება, საცურაო აუზი ზღვის წყლით, სპა, ფიტნეს ცენტრი, კაფეები, რესტორნები, ყველაზე დიდი კაზინო რეგიონში და ა.შ. სასტუმრო მერიოტი იქნება ყველაზე მდიდრული სასტუმრო ბათუმში, გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით. ,,ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ ულოცავს ,,ალიანს ჯგუფს“ ასეთი ღირშესანიშნავი პროექტის დაწყებას და უსურვებს წარმატებებს!